ნივთის უკან დაბრუნების პოლიტიკა
2. ნივთის უკან დაბრუნების პოლიტიკა
2.1. მომხმარებელი უფლებამოსილია უკან დააბრუნოს 69.com.ge-ზე შეძენილი ნივთი პროდუქციის მიღებიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ შემთხვევაში:
2.1.1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას [განსხვავებულია ფერი, მიტანილია სხვა კატეგორიის პროდუქცია]
2.1.2. პროდუქტი მიწოდებულია დაზიანებულ მდგომარეობაში;
2.1.3. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
2.4. პროდუქტის უკან დაბრუნების შემთხვევაში, ჩვენ, მომხმარებლის არჩევანის შესაბამისად, წუნდებული პროდუქტის ნაცვლად მივაწვდით ახალ პროდუქტს, ან დავაბრუნებთ პროდუქტში გადახდილ თანხის ოდენობას, დაბრუნების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში;
2.5. 69.com.ge უფლებას იტოვებს უარი თქვას პროდუქტში გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე იმ შემთხვევაში თუ:
2.5.1. უკან დაბრუნების მოთხოვნა გამოგზავნილია პროდუქტის მიღებიდან 2 დღის შემდგომ;
2.5.2. პროდუქტი გახსნილი და გამოყენებულია;
2.5.3. იკვეთება მომხმარებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედება.
2.6. უკან დაბრუნების მოთხოვნა მომხმარებელმა უნდა გამოაგზავნოს ელ-ფოსტის მეშვეობით info@69.com.ge. ამასთანავე, მოთხოვნა უნდა მოიცავდეს:
2.6.1. შეკვეთის ნომერს;
2.6.2. შეკვეთის თარიღს;
2.6.3. შეკვეთის მიღების თარიღს;
2.6.4. დაბრუნების მიზეზს.
2.7. ჩვენი მხრიდან შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას დასაბრუნებელი პროდუქტის სურათის ელექტრონულად გამოგზავნა.